LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას პოზიცია გირაოზე უცვლელია – ის ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევენ: გიორგი კონდახიშვილი

63
გიორგი კონდახიშვილი

“ნიკა მელიას პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით უცვლელია და ის ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ,” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილის  პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესიდან მათ რაიმე მნიშვნელოვანის მოლოდინი არ აქვთ და ეს მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან ადვოკატის სიტყვებით, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება, ეს მართლმსაჯულების იმიტაციაა.

“ხაზგასმით აღვნიშნავ, ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხავაზე, თუკი გათხოვილი იქნება ამნისტიის კანონპროექტი. ის, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდა, არაფერს ამბობს, ვინაიდან კანონპროექტის გაწვევა შეიძლება მოსმენების დროსაც.

ვიმეორებ, ნიკა მელიას პოზიცია ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირობა დადებულია, ნიკა თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებს, თუკი ამნისტიის კანონს უარი ეთქმება და გათხოვილი იქნება,” – განაცხადა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მძიმეა და ნიკა მელიას შიში გამართლდა, იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნების” მიერ იმგვარი კანონპროექტია ინიცირებული, “რომ ფაქტობრივად ინდულგენციას მოძალადეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიიღებენ.”

“ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია, ძალიან ბევრი ინსტრუმენტია მისი გათავისუფლების. თუნდაც ხვალ, შეუძლია ხელისუფლებას ამ ინსტრუმენტის გამოყენება. დაველოდებით ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციას”,- განაცხადა კონდახიშვილმა.