LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა მელიას მოვუწოდებ, თუ გული აღარ შესტკივა, პარტიიდან წავიდეს” – გია ბარამიძე

191
BeFunky-collage - 2023-07-27T000724.155

ნიკა მელიას მოვუწოდებ, თუ გული აღარ შესტკივა, პარტიიდან წავიდეს, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას სულ პატივისცემით და რევერანსებით მოიხსენიებდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

„ოჯახში როდესაც ძმები არიან, რაღაცაზე წაკინკლავდებიან და დედ-მამა, ამ შემთხვევაში, ჩვენი ამომრჩეველი, ერთ ძმას დაავალებს რაღაც საქმეს და მეორე ძმისთვის ის მიუღებელია, ძმაო, ოჯახს კი ნუ დაანგრევ და კი ნუ დალეწავ იქაურობას, რომ აქ თუ არ ვიქენი, წყალსაც წაუღია, გადადი სხვა მიწაზე. მოვუწოდებ, რომ წავიდეს, თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმით, რომ უკეთესი იყოს. კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვიდრე 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი, მაშინ რატომ არ თქვა ამის თაობაზე, თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო.

რატომ ჩაიგუბა პირში წყალი. მაშინ მე ეს არ ვიცოდი, ახლა გავიგე. რატომ არ იცოდა საზოგადოებამ, რატომ ლაპარაკობს ახლა? გასაგებია, შეიძლება, გეწყინოს ადამიანს, რომ წააგე. სულ პატივისცემით და რევერანსებით მოვიხსენიებდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მართლა სირცხვილია”, – აცხადებს ბარამიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები