საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის “ნიკა მელიას გამოშვება ეს არაა პოლიტიკოსების საქმე, მას რამდენიმე საათში შეუძლია ციხის დატოვება”.
“ეს ფუნდამენტურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, როცა რომელიმე არადემოკრატიული ხელისუფლება, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს გზავნის ციხეში და არ აძლევს მას გამოსვლის საშუალებას, სასამართლოს გვერდის ავლით.
ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება შეშფოთების საგანია: იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგმა ახსენა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის ყოფნა ციხეში, მაგრამ ამას არ მოჰყოლია მისი მხრიდან რამე შეთავაზება, პირობის დადება, მოთხოვნა ან რაღაცისკენ მოწოდება. მან უბრალოდ აღნიშნა დასანანი ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერი ციხეშია,” – განაცხადა ხელაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადახდას ისევ არ აპირებს.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.