ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არა, წინ გახედვაზე ამბობს: შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი მელიას არ სურს რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია, – არ გავრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით თუკი უარის შედეგად, ამნისტია ნიკა მელიას არ შეეხება, საქმეზე სამართალწარმოება გაგრძელდება.
“დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას რადიკალიზაციისთვის იყენებს”
პაპუაშვილის განცხადებით, შეთანხმების მიზანი დეპოლარიზაცია და რადიკალიზაციის შემცირება იყო.
“ამნისტიის მიზანი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, რომ ყოფილიყო ერთგვარი პატიების აქტი, შესაბამისად, საჭიროა ყველამ ეს გაიაზროს, ნიკა მელია ამას როგორც ჩანს არ იაზრებს და ამბობს უარს. უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.