Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა, საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია, ძალიან ვგულშემატკივრობ: ზარქუა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა, საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია, ძალიან ვგულშემატკივრობ: ზარქუა

95
Untitled design

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია.

მისი შეფასებით ახლა მელია “პრინციპებში გაიჭედა”, სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო. 

ევროკავშირის გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს: ნიკა მელიას ადვოკატები

ზარქუა იმასაც აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ძალიან გულშემატკივრობს, რადგან მან პარტიაში განახლების პროცესი დაიწყო და რომ ეს გულშემატკივრობა მეგრული სოლიდარობით არ არის გამოწვეული:

“ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო. ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა, დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო.” – თქვა ზარქუამ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას პარლამენტში შესვლა მოუწევს და მას საკანონმდებლო ორგანოში “ბულინგს” არავინ დაუწყებს – “სამუშაო ძალიან ბევრია, “რა დროს, იწილო-ბიწილოა?” – თქვა ზარქუამ.

ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიას ადვოკატებმა, პარტიის ლიდერთან დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ევროკავშირის გირაოს გადასახდელად, ოპოზიციონერი ლიდერის თანხმობა საჭირო არ არის და ხელისუფლება ნიკა მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები