LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას: გივი მიქანაძე

112
BeFunky-collage (9)

ვიდეო ჩანაწერი სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრობს, პოლიტიკოსების განხილვის თემაა.

მმართველი გუნდისთვის ნიკა მელიას საუბარი სიახლეს არ წარმოადგენს და ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა, რაც მესამე პრეზიდენტის დაბრუნებას და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

„ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთელ საზოგადოებას ატყუებდა და არაერთი ტელე ეთერი არსებობს, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ის უნდა იყოს თავისი პარტიის გვერდით და ამ არჩევნებისთვის მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია.” – აცხადებს გივი მიქანაძე.

უმრავლესობის წევრის თქმით, რეალურად ნიკა მელია აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციაზეა, იქიდან გამომდინარე, რომ რიგ საკითხებში უთანხმოებაა პარტიაში.

რაც შეეხება ვიდეო კადრებს, მასალაში რომელსაც ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ეუბნება მხარდამჭერებს, რომ ის წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “იმედის” სიუჟეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია.” – წერს მელია

მისი განცხადებით, ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული.

“ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს.” – წერს მელია სოციალურ ქსელში