ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
როგორც მელია აღნიშნავს, პარტიის პრეზენტაციას მომავალი წლის დასაწყისში გამართავს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე „რა იქნება პარტიის მინიმუმი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? მელია პასუხობს:
„პარტია, რომელიც დაფუძნდება უახლოეს მომავალში, გახდება ერთ-ერთი ტრადიციული პოლიტიკური პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში. ამ ეტაპისთვის ბარიერზე არ. ძალიან ბევრი პარტია ერთად რომ ავიღოთ, არ აქვს ის მხარდაჭერა, რომელიც ჯერ არ შექმნილ პარტიას აქვს. ეს იქნება პარტია, რომელიც უზრუნველყოფს ამ მანკიერი წრის გარღვევას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პარტია „ნაციონალურ მოძრაობა“ ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა.