LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – გამოკითხულთა 30% პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 17% აფასებს

133
ფორტუნა - 2023-05-03T133156.335

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა თანაბარი ოდენობა 43-43% აფასებს კარგად და ცუდად, 11%-მა კი არ იცის.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.

NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს, 61 % იმავეს ამბობს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე

რაც შეეხება პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასებას, დოკუმენტის თანახმად:

გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 41% საშუალოდ, 28% კი ცუდად.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 30% აფასებს კარგად, 31% საშუალოდ, 28% კი ცუდად.

პარლამენტის საქმიანობას კი 13% აფასებს დადებითად, 30% საშუალოდ; 37% კი, ცუდად.

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.

პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა, ხოლო პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კითხვაზე: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების შეხედულებებს?“ 38% ფიქრობს, რომ ეთანხმება, 51% მიიჩნევს, რომ არ ეთანხმება.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები