რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა.
ახლახან სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის ფოტოები გავრცელდა.
„ყველაფერში სამაგალითო გვყავს პრემიერი“, „სამაგალითო ოჯახი“, „ნამდვილი ქართული ოჯახი“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.