LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

90
publika.ge-befunky-collage-8-1024x663

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. ამის შესახებ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ყრილობაზე მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა.

“პარტიის ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. მანამდე, ალბათ, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის არჩევა ყველაზე გაჭვირვალედ, ელექტრონულად მოხდება. ათიათასობით მხარდამჭერს და პარტიის წევრს საშუალება ექნება, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. დღეს პოლიტსაბჭოზე გამოიკვეთა, ფარული კენჭისყრით იქნა შერჩეული კანდიდატები, რომლებიც უკვე ელექტრონულ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ესენი არიან – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტიის ყრილობა თვის ბოლოს ჩატარდება.