LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დეგრადაციის პროცესი დაწყებულია: გურამ მაჭარაშვილი

75
გურამ მაჭარაშვილი

ნიკა მელიამ პრაქტიკულად ბევრი ნაციონალი მხარდამჭერის და წევრის პოზიცია გააჟღერა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

„ამავდროულად სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ის არ იქნება თავისუფალი „ნაციონალური მოძრაობა“ მას არ ადარდებს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დეგრადაციის პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო ჩანაწერი სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრობს, პოლიტიკოსების განხილვის თემაა.

მმართველი გუნდისთვის ნიკა მელიას საუბარი სიახლეს არ წარმოადგენს და ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა, რაც მესამე პრეზიდენტის დაბრუნებას და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

„ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთელ საზოგადოებას ატყუებდა და არაერთი ტელე ეთერი არსებობს, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ის უნდა იყოს თავისი პარტიის გვერდით და ამ არჩევნებისთვის მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია.” – აცხადებს გივი მიქანაძე.

“ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს.” – წერს მელია სოციალურ ქსელში