LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს ანულირებულ 19 აპრილის შეთანხმებას, „თავის და ხალხის გაბითურების მცდელობაა“: მამუკა მდინარაძე

51
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს ანულირებულ 19 აპრილის შეთანხმებას, „თავის და ხალხის გაბითურების მცდელობაა“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტზე ხელმოწერით ვერაფერს ვერ მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს დღეს მოაწერს

„ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა, რაც არ გამოუვა არცერთ პოლიტიკურ პარტია, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე, რომ ამ ხელმოწერით რამეს მიაღწევენ და პიარულ სვლას გააკეთებენ, ეს არის არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაზე. პოლიტიკური ფარსია, რაც მათ ჩაიდინეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს არის პოლიტიკის პაროდია: შალვა პაპუაშვილი