LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონულად შეარჩევს: კენჭისყრა დღეს იწყება

113
1

პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით შეარჩევს.

როგორც პარტიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო.

“პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში.” – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის წესი დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება, ამავე დროს დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

“ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ორი კანდიდატი – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები