LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს

287
Capture212121212121

„ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს. როგორც ნიკა მელიან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.

მისივე განცხადებით, თბილისში მერობის კანდიდატი თავად იქნება, ვიცე-მერს „გირჩი – მეტი თავისუფლება“ წარადგენს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია შეირჩა.

„ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს… დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა მელიამ.