უმრავლესობის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის 2 კანონპროექტიდან, ორივე განიხილოს.
ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირდა
წილოსანი ადასტურებს მზადყოფნას, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებთან განიხილონ, თუ რომელი ვერსიაა უკეთესი ქვეყნის სტაბილური მომავლისთვის:
“როგორც კი დაიწყება საკომიტეტო თუ სასესიო განხილვები, ასევე არაფორმალურ ფორმატშიც მზად ვართ, ოპოზიციონერ დეპუტატებთან განვიხილოთ, რომელი ვერის არის უფრო უკეთესი ქვეყნის სტაბილური მომავლისთვის და რომელი შეესაბამება შეთანხმების პრინციპებს.” – თქვა მან და აღნიშნა, რომ არსებობს რესურსი – ამნისტიის კანონპროექტზე მოსაზრებები დაახლოვდეს.
შეგახსენებთ, პარლამენტი 2019 წლის 19-20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტს განიხილავს. ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე, უქმე დღეების დასრულებისთანავე გავა.