LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ნატო-სთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით: ირაკლი ღარიბაშვილი

45
ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს.

მისი თქმით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი.

„ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს და საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში მონაწილეობს.

„ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით, ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით.

რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საქართველომ ჰიბრიდული საფრთხეების დესტრუქციული ეფექტი თავად გამოიარა“ – პრემიერმა წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები