LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზები სრულიად შეიცვლება: ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის შემოვლით გზაზე

208
კახეტი

კახეთში დღეიდან გურჯაანის შემოვლითი გზა იხსნება. ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა. მისი თქმით კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. “თუ ყოველი არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.”

“10 წლიანი გეგმის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში”

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში, 10 წლიანი გეგმის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის გამარტივდება.