LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებს სურთ შვილები მათი ოცნებებით ცხოვრობდნენ“ – თამარ გაგოშიძე

351
69848802-521835235312333-6302997552081928192-n

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობლების მიერ ყველაფრის შესრულება შვილებისთვის, ართულებს ბავშვისთვის გაგებას, რა შეიძლება და რა არა. როგორც მან „ფორტუნასთან“ ისაუბრა, მშობლები ყველაფერს უსრულებენ შვილებს და ამავდროულად საკუთარი ოცნებებით აცხოვრებენ.

„ჩვენ ვართ მატერიაზე მიწებებული, მშობლები 24 საათი მუშაობენ, რომ შვილი უზრუნველყონ, ამაში არ არის ბედნიერება. ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადადგილდებიან, ჩემ ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო. თუმცა, როცა გაიგო, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ ამ მანქანებს შვილებისთვის, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, უნდა ყველაფერი გაუკეთოს საკუთარ შვილს, მაგრამ ამავდროულად სურს შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს, ყველაფერს უსრულებს და თან საკუთარ დანაკლისს ინაზღაურებს, ასეთი ფორმით ერთგვარი გარიგება აქვს შვილთან“.

გადაცემა ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები