“კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში”, – სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
სებასტიან მოლინეუსი მისალოც ბარათში აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის:
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია.
ვამაყობ, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ჩვენი მყისიერი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს კოვიდ-19-ზე მტკიცე პასუხის გაცემაში.
გისურვებთ წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში”. – ვკითხულობთ მისალოც ტექსტში.