LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომწონს, რომ ჩემმა “ჯაჯღანმა” და კრიტიკამ პარტიაში ნიკა მელია კონკურენტუნარიანი გახადა

189
Capture

„მომწონს, რომ ჩემმა “ჯაჯღანმა” და შეიძლება ითქვას კრიტიკამ, პარტიაში ნიკა მელია კონკურენტუნარიანი გახადა“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ნიკა მელია ძლიერი ლიდერი რომ ყოფილიყო, პარტიაში შიდა არჩევნები არ დაინიშნებოდა.

„ნიკა მელიას, როგორც ამომრჩველი არ ვენდობი. არჩევნებზე საუბარი იცით რამ გამოიწვია? ნიკას მიმართ ამომრჩევლის კრიტიკამ. არანაირ არჩევნებზე საუბარი არ იქნებოდა ძლიერი ლიდერი რომ ყოლოდა მელიას სახით „ნაციონალურ მოძრაობას“. უკმაყოფილოა ამომრჩეველი, ეს ახალგაზრდა კაცი რომ არ გამოდგა ლიდერად ფაქტია“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თავად სააკაშვილი გაემიჯნა ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ხომ არ გავემიჯნეთ მოქალაქეები? – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები