დიდი ბრიტანეთის საელჩოში აცხადებენ, რომ მოხარულები არიან, რადგან გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.
ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად საერთაშორისო თანამშრომლობა გადამწყვეტია:
“მოხარულები ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას #COP26, რომელიც გლაზგოში, 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე ტარდება.
საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.