მობილურის მუდმივი კონტროლი ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. ზოგადად გაჯეტებს რომ დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლიათ, ამაზე აღარავინ დაობს, თუმცა როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, საშიში არამხოლოდ მათი მოხმარება, არამედ მათი ხშირი შემოწმებაცაა.
გამოცემა „Independent”-მა ბრიტანელი ფსიქოლოგების დასკვნა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 21-ე საუკუნის ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს – ორგანიზმის ბიორიტმს ცვლის. თანამედროვე სმარტფონს შეუძლია, რომ ადამიანის გონებაზე იმოქმედოს, დაავიწყოს მას თუ რატომ მივიდა ამა თუ იმ ადგილას ან რის გაკეთებას გეგმავდა. ეს კი ხშირად სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება.