პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციის დროს ოპოზიციამ დიალოგის წარმართვას ხელი შეუწყოს.
„ერთი რამ ცხადია, – მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ დიალოგი ნამდვილად შედგეს, რომ კონსენსუსი გაფართოვდეს და იმედია, ოპოზიციური პარტიებიც გამონახავენ რესურსს, რომ კონსენსუსის გაფართოებას მათაც შეუწყონ ხელი და დიალოგის წარმოება იყოს რეალური და საქმეზე ორიენტირებული,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ოპოზიციასთან კონსულტაცია რამდენიმე საათში დაიწყება და საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მმართველ გუნდთან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ გეგმავენ.