LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმითითეთ რომელიმე სფერო, სადაც „ნაცმოძრაობამ“ იმის ნახევარი გააკეთა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ბოდიშს მოვიხდი: მამუკა მდინარაძე

227
მდზინა (2)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხდომაზე ისაუბრეს საარჩევნო საკითხებზე და მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დეპუტატების უფრო მეტ ჩართულობაზე.

“საჭიროა ჩვენს საზოგადოებას შევახსენოთ, ვინ დგას ჩვენს კონკურენტად, ვინ არის მეორე მხარეს – ხალხი, რომელიც დღეს ბედავს შემოტევაზე გადმოვიდეს და ისეთი ჯალათისა და ჯალათობრივი რეჟიმის ლიდერის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია გათავისუფლებაც კი მოითხოვოს..

ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ მათი გუშინდელი დღე და არა მხოლოდ ის ბოროტება, რომელიც თავისი მმართველობის პერიოდში განახორციელეს ქართული საზოგადოებისა და საკუთარი სამშობლოს მიმართ, არამედ მათ ბეგრაუნდში ფასადური აღმშენებლობა. 9 წლის განმავლობაში, არ არსებობდა შემკამათებელი ადამიანი, რომელიც გარდა ბოროტებისა, რომელზეც ისინი დაფუძნებულები იყვნენ, იმას მაინც ეტყოდა, რომ ეს შენი ე.წ. აღმშენებლობა არის ფასადური.

მიმითითეთ რომელიმე სფერო, სადაც „ნაცმოძრაობამ“ იმის ნახევარი გააკეთა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ბოდიშს მოვიხდი. მათ თავისი წარსულის შეხსენება უნდა მიიღონ, რადგან აღარ გაბედონ ისეთი ტონით საუბარი, როგორც ამას აკეთებდნენ ამ დღეების წლების განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები