LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft უკრაინას დაეხმარება – რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა დავოსში

65
Untitled

Microsoft უკრაინას რუსული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკრაინის დახმარებაზე თანხმობა დავოსში შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ Microsoft-თან დიდი ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ და ისინი აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას ომის განმავლობაში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შეწყვიტა პროდუქტებისა და სერვისების ახალი გაყიდვები რუსეთში მარტის დასაწყისში“, – განაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები