LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში ღონისძიება Microsoft for Startups გაიმართება

121
Microsoft for Startups

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 20 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმროში „სტამბა“, D Block-ის სამუშაო სივრცეში, პირველად საქართველოში, ღონისძიება Microsoft for Startups გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს Microsoft-ის მხრიდან პირველ აქტივობას კავკასიის რეგიონში. ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი, Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი.

ღონისძიებას გახსნიან StrategEast-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორი ლიკა მერაბიშვილი, GITA-ს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სალომე ნაფეტვარიძე და D Block-ის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი.

ღონისძიების მიზანია სტარტაპებისა და ინოვაციური IT კომპანიების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება.

შეხვედრას დაესწრებიან სტარტაპების, IT კომპანიებისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები