LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყრისგან დაზარალებული ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს „ეკვილიბრიუმი“ დაეხმარა

140
BeFunky-collage (1)

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ აგრძელებს ქველმოქმედებას. მოძრაობის დამფუძნებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითს ესტუმრა, სადაც 12 წლის თიკა თედორაძე დეიდასთან ცხოვრობს. მისი ოჯახი რამდენიმე ხნის წინათ ხელვაჩაურში მომხდარ მეწყერს შეეწირა.

მოძრაობის წარმომადგენლებმა თიკას წიგნები გადასცეს. ის დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიასაც მიიღებს.

„ეს 12 წლის თიკა თედორაძეა, რომლის მთელი ოჯახი ხელვაჩაურის საშინელ მეწყერს შეეწირა. თიკა ახლა დეიდასთან ცხოვრობს, სოფელ ისრითში და იქ აგრძელებს სწავლას.

თიკა დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს, დღეს კი სოფელში ვესტუმრეთ და ევროპული სკოლის თანადგომით, შესანიშნავი პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“,- ამბობს გიორგი კეკელიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები