“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა თბილისის ქუჩებში გძელდება.
როგორც ენმ-ის თქვმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში ტრაგი-კომიკური ვითარებაა შექმნილი, რადგან ვერ გაიგეს, რას აკეთებს ოპოზიცია:
“ახლა სპეცრაზმი იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაისროლეს, ჩვენ წამოვედით აქეთ, ისინი გამოგვყებიან უკან. კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს ყველამ, რას ნიშნავს არაძალადობრივი პროტესტი. ძალიან ტრაგი-კომიკური ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი. არბენინებენ წინ და უკან, ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ, იმიტომ, რომ ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება რეჟიმს, გაცილებით დიდი ინტელექტუალური, პასუხისმგებლიანი, მორალური, ზნეობრივი უპირატესობით სარგებლობს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე თბილისის ორივე სანაპიროზე გზების გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.
დღეს საპასუხო მიმართვა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განცხადებაში წერია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით:
არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების: ზაალ უდუმაშვილი
ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. მისი თქმით, პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის და მყისიერ ზომებს მიიღებს და არავის მისცემენ შესაძლებლობას, ქალაქის პარალიზება მოახდინოს.