LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ მწვანე ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირა, ვერ შეძლეს

190
nika melia

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება. დაწყებულ გამოძიებას ის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ეთანხმება.

“ყველა, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა მის სურვილთან, რბილად რომ ვთქვათ, არ ინანებს საკუთარ სინდისთან, როგორც მინიმუმ. ძალიან ბევრს ჰქონდა იმის სურვილი, რომ მწვანე ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირა, ძალიან ბევრს, მაგრამ ვერ შეძლეს,”-აცხადებს ნიკა მელია.

პროცედურულ დარღვევებზე და მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს ბრალდებულის ადვოკატიც, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა.

“ბრალდება იმდენად სამართლებრივად აბსურდულია, არავითარი მასობრივი არეულობა, გადატრიალება, ჯგუფური ორგანიზება ძალადობის,  ნიკანორ მელიას მხრიდან არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს ის მტკიცებულებებიც, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიშუამდგომლებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, თუმცაღა ალტერნატივის სახით ალბათ, დავაყენებთ ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას. ეს კიდევ იმის მეტყველად, რომ ნიკანორ მელია არ გაურბის მართლმსაჯულებას,”-აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც 4 დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

პროკურატურის მასალებშია, ის გამოსვლაც, სადაც მან 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე აღკვეტი ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი გუშინ პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეუჩერდა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვტილებით ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დეპუტატის იმუნიტეტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საშუალებად არ უნდა იქცეს.

დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეჩერებას მმართველი გუნდის სამმა წევრმა მხარი არ დაუჭირა, მათ შორის არის რომან კაკულია და მარიამ ჯაშში. ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და მათი გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს იყო, თუმცა კანონმდებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამის ვალდებულება პროკურატურას პარლამენტის წინაშე არ აქვს

ჯაში: დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა

ჯაში განმარტავს, რატომ შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები