LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ მთავრობის მეთაური, მუშაობას ვერავინ ამიკრძალავს: ირაკლი ღარიბაშვილი

158
ირაკლი ღარიბაშვილი

„მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და მუშაობას ვერავინ ვერ ამიკრძალავს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე სამხედროებისთვის ბინების გადაცემას ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი პირდაპირი მოვალეობაა მოქალაქეებს ემსახუროს და ბინების გადაცემის პროცესი ახლა დასრულდა, შესაბამისად, ღარიბაშვილის თქმით, „ასე დაემთხვა.“

„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და მუშაობას ვერავინ ვერ ამიკრძალავს. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ  ჩვენს მოქალაქეებს ვემსახურო.

დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ჩვენს დაკომპლექსებას ცდილობს, მე, რა თქმა უნდა, ამ კონიუნქტურას არ დავექვემდებარები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.