LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ყველგან ღიაა ცა – მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და დიდი ბოდიში ყველასთან, დედა ეტიროს ამ ქვეყანას“

133
მამუკა მდინარაძე

„ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას გამოეხმაურა.

კობახიძე: ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, აჭარაში მათ შვილებს ხაზარაძის ვალები შერჩეთ, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასე აქტიურად ითხოვს 

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნატოს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ და სანქციების დაწესებას აძალებენ“.

„ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ: ნატოს წევრი თურქეთი – კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას.

სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს, ნატოს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კმ-ში, ასეთი რეალური რისკებია, ეკონომიკას და მოქალაქეს 2-ჯერ მეტი ზიანი მიადგება, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო და ჩვენ გვსაყვედურობენ, ჩვენ გვაძალებენ სანქციების დაწესებას და ამას არ ვაკეთებთ.

რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია, ამ არგუმენტების გამო ვამბობდი, რომ რთულად გადასატანია ეს მშვიდობა, ძვირი გვიჯდება ეს მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე არ გამოიხატება ქვეყნისათვის მატერიალურში, ჩვენს ნერვებში, ჩვენს მიმართ შანტაჟში და ჩვენს მიმართ მუქარაში გამოიხატება.

ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩებზე არ ვლაპარაკობ, ასე არავინ თარგმნოს, არ გაბედოს. დემარში, თავის მხრივ, არაობიექტურია.

ევროკავშირის ქვეყნების დემარში, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო – ელჩები ეკონომიკის მინისტრს ხვდებიან 

ამ ქვეყანაში ომს არ დავუშვებთ ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ ვიღაც ქვეყანაში არ შემოგვივარდება და არ დააპირებს ომის გზით დამატებით ოკუპაციას.

მიმდინარე ოკუპაციის გადაჭრას ჩვენ მშვიდობით ვცდილობთ და ამ გზაზე ვდგავართ, ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ თუ ვინმე თავს დაგვესხა, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ის „ნაცები“, პირველები გაიქცევიან, წითელ ხიდზეც ვეღარ მოძებნით, ჩვენი საბრძოლველი იქნება.

თუკი, ამ ქვეყანაში საომარი იქნება, პირველი ჩვენ ვიომებთ და ვიბრძოლებთ, ვერ მიგვასწრებენ ვერც იმ ომთან „ნაცები“, მათი გენეტიკური კოდი და ხასიათი ვიცი, სინამდვილეში, არაფრის მეომრები ისინი არ არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე, 11 წელია ხელისუფლებაში ხართ.. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის, მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?“ – ელისაშვილი უმრავლესობას 

კალაძე: „რა პრობლემაა, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი – ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?!“