LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე პრეზიდენტის კამპანიაზე – საინტერესოა, რას განიხილავენ რეგიონებში, პროექტი მათ არ აქვთ

45

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კამპანიას არც იურიდიული, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მას არ ესმის, რას განიხილავენ რეგიონებში, რადგან, მდინარაძის მტკიცებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების პროექტი არ აქვს.

”რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პარალელური პროცესი, რომელსაც არ გააჩნია არც იურიდიული, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ლოგიკა. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად მიმდინარეობს საკონსტიტიციო კომისიის მუშაობა, სადაც გარკვეულ შედეგებამდე ვართ უკვე მისული. მათ აქვთ საშუალება ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, მათი სამი ადგილი ამ კომისიაში არის. მოვუწოდებ, ვთხოვ კიდეც, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და რეალურად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციის გადასინჯვაში, რათა ერთად მივიდეთ ხელშესახებ ცვლილებებამდე. უკვე ღიმილის მომგვრელია მათი რიტორიკა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, ეს არის კანონით გაწერილი. მეორე, მართლა საინტერესოა, რას განიხილავენ რეგიონებში. საერთო-სახალხო განხილვების დროს განიხილავენ ცვლილებების პროექტებს. ახლა პროექტი მათ არ აქვთ, შესაბამისად, არ მინდა სისტუაცია გავამწვავო, მაგრამ შეიძლება სასაცილო სიტუაციამდე მივიდნენ თავიანთი განცხადებებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია” დღეს თელავიდან დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები