LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტი ჟურნალისტის სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა „ქოლ-ცენტრი“, უცხელესი ინფორმაციაა ვაშაძის და არახამიას „ქოლ-ცენტრებზეც“ – ამდენი რამე დაემთხვა?

167
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„საგამოძიებო კომისიას რომ ითხოვენ, რა გამოდის, მათ აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და ამბობენ, მოდი, ახლა, ჩვენი „ქოლ-ცენტრების“ საქმეს ჩვენვე გამოვიძიებთო – მგონი, სწორი დასკვნების გამოტანა მარტივია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა და რიტორიკული შეკითხვა დასვა.

„ქართველმა სამართალდამცველებმა უამრავი საქმე გახსნეს და გერმანიის სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებზე კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი; ამის შემდეგ BBC-ის ფილმი ვნახეთ და იქაც კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი; შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე თუ პროპაგანდისტი ჟურნალისტის სამუშაო ადგილზე აღმოჩნდა „ქოლ-ცენტრი“; ახლა უკვე უცხელესი ინფორმაციაა ვაშაძის და არახამიას „ქოლ-ცენტრებზე“.

პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა დალუქულ ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს

გიორგი ვაშაძის ძმა: თუ ჩემგან რამე ინფორმაციაა საჭირო, ღია ვარ.. ჩემი დამოკიდებულება „ქოლ-ცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური

ზოგჯერ ამბობენ, რომ გაქირავებულია, ზოგჯერ ამბობენ, რომ ტურისტული კომპანიაა, ახლა ახალი ვერსიაა, რომ სასტუმროა. რატომ ემთხვევა ასე? „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტების და დამფინანსებლების მიმართულებით ამდენი რამე დაემთხვა?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია – რას აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები