LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი ევროკომისიის განცხადებაზე: გვარამიას საქმეზე დაკვირვება ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს

50
დავით მათიკაშვილი

„კარგია, რომ პროცესებზე ხდება დაკვირვება, თუმცა, დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს“, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც დეპუტატი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და მაგალითები ადასტურებს იმას, რომ ასეთი პროცესები, რომელიც შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა, იმით დასრულდა, რომ „ყველა განცხადება, მათ შორის, ჩვენი მეგობრების ევროპიდან და აშშ-დან მართალი არ აღმოჩნდა.“

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

„ჩვენს პარტნიორებს შევახსენებდი რამდენიმე წლის წინ დასრულებულ პროცესს „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, რომელზეც ასევე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითოეული პროცესის დასრულების შემდგომ, საზოგადოება ისმენდა არაერთ განცხადებას მიკერძოებაზე, ჩარევაზე და ა.შ. თუმცა, ეს პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში და გაგრძელებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმით დასრულდა, რომ ქართული სასამართლოს წარმოება აღმოჩნდა სრულიად მართალი და ყველა ის განცხადება, აღქმებზე დაფუძნებული შეშფოთება და ა.შ. იყო არაფრისმომცემი, ტყუილი, რადგან ამის უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა.“– განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რომ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

ამავე თემაზე:

აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიულ, ევროპულ მომავალზე ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს

ფოტიგა: მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია

“ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია…ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს” – იან კელი ნიკა გვარამიას განაჩენზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები