LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძისთვის NDI-ის გამოკითხვის შედეგები გასაკვირია

66
მდინარაი

პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის. ამის შესახებ, პარტია ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

”პანდემიისგან მიყენებული ზიანი ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებზე. პოლიტიკური შოუების და პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის. ჩვენ ძირითადად გვიწევს ამ პოლიტიკურ თემებზე საუბარი და ნაკლებად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისთვის ხორციელდება. ნამდვილად ჯობია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში და უკვე ვილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. აქ მივიღებთ კრიტიკასაც, ვიქნებით დებატებშიც და გაკეთებულ საქმეებზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ვხედავთ, რომლებიც დღესაც ვირუსის მხარეს დგანან და ცდილობენ, ვირუსისგან მიყენებული ზიანი თავის ბენეფიტად ჩაითვალონ. გვპირდებიან ”ცხელ გაზაფხულს”, რევოლუციური სცენარის განვითარებას, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვისაა დამაზიანებელი და მეორე მხრივ პერსპექტივა არ აქვს”. – განმარტა, მდინარაძემ.

მან ასევე, NDI-ის გამოკითხვის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის შედეგები გასაკვირია.

”დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები სერიოზული ცდომილების, რომელიც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგით, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რომელიც ”ნაცმოძრაობას” აწყობდა. ისტორიულ მინიმუმზეა მათი რეიტინგი, რაც ”ქართული ოცნების” რეიტინგთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ იმ რესპოდენტთა 68%, ვინც საერთოდ აფიქსირებს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, მხარს ”ქართულ ოცნებას” უჭერს. ასევე ფაქტია, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-ც ამბობს თავისი შედეგებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ”. – თქვა, მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC – საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 %) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 %) აწუხებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 %) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 %) საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები