LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს“

123
მამუკა მდინარაძე

„შეუძლებელია, ევროპისგან იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მდინარაძემ უპასუხა კითხვას, რომელიც „ვეტინგის“ თემას ეხებოდა. კერძოდ, მდინარაძეს კითხვა დაუსვევს, როგორ შეაფასებდა ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადაებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები“.

„საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“ – პიტერ სტანო

„თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. „ვეტინგის“ სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ.

არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია. ეს არის ბერკეტი, ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება, შემოწმება კატეგორიულად მიუღებელია.

ასევე ნახეთ

გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ე.წ. ვეტინგის განხორციელებას არ უკავშირდება.

ამიტომ ჩვენთვის ეს თემა ჩახურულია. წარმოუდგენელია, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ პრინციპული მიდგომა და სუვერენიტეტში ჩაურევლობის მიმართ პრინციპული მიდგომა ევროპისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპაში გაწევრიანების გზაზე.

შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმი იყოს დაყენებული გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჰიპოთეთურია, მაგრამ, ვიღაც თუ დაგიყენებს საკითხს, სუვერენიტეტი ან ევროპაო, ასე საკითხები არ დგება. წარმოუდგენელი იქნება საკითხის დაყენება იმგვარად, რომ სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ერთ-ერთი დათმეთო. ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს.

მამუკა მდინარაძე: თამამად შეგვიძლია „ვეტინგის“ საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ – თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან

შეიძლება, ვრცელდებოდეს რაღაც განცხადებები, მაგრამ ასეთი საკითხის დაყენება შეუძლებელია. ჩვენ არავინ უნდა დაგვიყენოს საკითხი, სასამართლოს დამოუკიდებლობა დათმეთ, თორემ ევროკავშირის გზაზე რაღაც პრობლემები შეგექმნებათო. ასე საკითხი ვერ დადგება და გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნაზე, შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმის დონის საკითხები დადგეს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები