Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობით EU-ს წევრების შეშფოთება „ფეიკზეა“ დაფუძნებული – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობით EU-ს წევრების შეშფოთება „ფეიკზეა“ დაფუძნებული

145
მდინარაძე ეუსა და მიშაზე

„ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია „ფეიკზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას არ ითვალისწინებს.

მაჭარაშვილი: გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო და თურმე „ვივა მედში“ ყოფილა

დეპუტატის მოსაზრებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუ ვინმეს უნდა მას მართლა დაეხმაროს, უნდა მოუწოდოს, რომ მეტი საკვები მიიღოს.

„მთავარი იცით რა არის?! ეს ყველაფერი „ფეიკია“, „ფეიკ“ „პიარის“ „ტრენდის“ გაგრძელებაა, სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს უნდა, რომ მართლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იზრუნოს, მოუწოდოს რომ მეტი, ორმაგი კალორია მიიღოს.

მას აქვს ამის შესაძლებლობა, დასტურდება ექიმების დასკვნით და მიიღოს უბრალოდ საკვები, ნუ დადის რისკზე თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და იქნება ყველაფერი კარგად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან შეშფოთება და დემარში, რომელიც მათ გუშინ იუსტიციის მინისტრს გააცნეს, ასევე „ფეიკზეა“ დაფუძნებული.

„დემარში არის ფორმა პროტესტის, პოზიციის გამოხატვის და ეს ფორმა დაფიქსირდა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან სააკაშვილის მდგომარეობით.

ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია „ფეიკზე“, და მის რეალურ შიმშილობაზე, ნაწილობრივ შიმშილობაზე“, – თქვა მდინარაძემ.

დეპუტატის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და თუ ასე გააგრძელებს, პასუხისმგებლობა მასზე იქნება.

„მომაკვდავი პატიმრის საქმე მეხუთე დღეა, სააპელაციო სასამართლოში დევს, როგორც ჩანს, ზემოდან დირექტივა არ მიუღიათ, რა უნდა გააკეთონ“ – სააკაშვილის ადვოკატი

შეგახსენებთ, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს.

განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს. EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა..“ – სამადაშვილი