სალომე ზურაბიშვილი სასწაულ სკანდალში გაეხვია – პრეზიდენტმა ნებართვა იმ მუხლით მოითხოვა, რომელზეც ამბობდა, რომ არ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ვიზიტზე ნებართვა იმ მუხლით ითხოვა, რომელსაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოში არ აღიარებდა.
„პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სასწაულ სკანდალში გაეხვია, იურიდიული სკანდალი დავარქვათ ამას. იცით რომელი მუხლით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას? მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა იმ მუხლით სთხოვა, რომელზეც ამბობდა, რომ – „ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო“. სხვა მუხლზე აპელირებდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ანუ ის მუხლი და პუნქტი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ. იმიტომ რომ, ეს არ არეგულირებს, პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ ვიზიტისო. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე და სრული „ფეიკი“ იყო, მთელი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.