LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება

მამუკა მდი

„ეს არ იყო გარიცხვა, ეს იყო გამოწვევა ფრაქციის მიერ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყევტილება, რომელიც ფაქტობრივად ერთხმად მიიღო ფრაქციამ თავის წევრთა უმრავლესობით,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი გუნდთან არ იყო შეთანხმებული და რიგი პროცედურული საკითხები იყო დარღვეული.

„გედევან ფოფხაძე გამოიწვია ფრაქციამ კომიტეტიდან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ მიიღო უმრავლესობით. მხოლოდ სამი იყო წინააღმდეგი. მისი მოადგილეობის საკითხი არ იყო გუნდთან შეთანხმებული. გარდა იმისა, რომ რეგლამენტი და შესაბამისი პროცედურები დაირღვა. ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. არცერთ ადამიანს დღეს, რომელიც გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, არ უთქვამს ის, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ადამიანს სანქცია უნდა დაეკისროს. ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის მოადგილეობის საკითხი, ამიტომ მიიღო ფრაქციამ გადაწყვეტილება,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს  გაიწვია.

დღესვე “ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.