LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახსოვს ერთი ქვრივი ქალი, კვირაში ორჯერ ახალგაზრდა მამაკაცის გარეცხილ შარვლებს გასაშრობად ფენდა ჯიუტად.. ასეთი სასტიკია ომი” – გიორგი კეკელიძე

228
Capture

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ამ დღესთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მე მახსოვს ერთი ქვრივი ქალი, უკვე ძალიან მოხუცი, კვირაში ორჯერ ახალგაზრდა მამაკაცის გარეცხილ შარვლებს გასაშრობად ფენდა ჯიუტად.

ასეთი სასტიკია ომი – უსასრულო ლოდინის მშობელი”,- წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები