LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოიდ ოსტინი: ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს

155
fot

თელ-ავივში მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას და „ჰამასთან“ ომში მისთვის იარაღის მიწოდებას.

„არ მინდა იმ თემაზე სპეკულირება, რა შეიძლება მომავალში მოხდეს. შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ აშშ ყველაფერს იზამს, რათა ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს,“ – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ ყველამ უნდა დაგმოს.

„ახლა ნეიტრალიტეტის, ცრუ ექვივალენტურობის, მიუტევებელი ქმედების პატიების დრო არ არის. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება და ეს განსაკუთრებით ეხება „ჰამასის“ ამ მძვინვარებას. ყველამ, ვისაც სურს ამ რეგიონში მუდმივი მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა დაგმოს „ჰამასი“ და მისი იზოლირება მოახდინოს“, – აღნიშნა ოსტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები