რეზო აფხაზავა, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი, დუბაიში ლადო აფხაზავასთან ერთად იმყოფება. შეგახსენებთ, დღეს გახდება ცნობილი, ვინ მოიპოვებს პირველ ადგილს და გრანტს მილიონი დოლარის ოდენობით ათ ფინალისტს შორის. როგორც რეზო აფხაზავა წერს, ლადოსნაირ ენერგიულ ადამიანს არ შეხვედრია.
გთავაზობთ განათლების ექსპერტის პოსტს:
დღეს მთავრდება განათლების გლობალური ფორუმი. დღესვე გახდება ცნობილი ამ ათი მართლაც გამორჩეული და უნიკალური ისტორიის მქონე მასწავლებლიდან ვინ აიღებს ჯილდოს. სიტყვა “გამარჯვება” სპეციალურად არ დავწერე, რადგან აქ კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ ათივე გამარჯვებულია და შეუძლებელია ერთის დაჯილდოვების შემთხვევაში ვინმე დამარცხებულად მივიჩნიოთ. Lado Apkhazavaს სანერვიულოდ არ სცალია მსოფლიოს აცნობს საქართველოს. ერთ ადამიანს ამდენი ენერგია თუ შეიძლებოდა ჰქონოდა აქამდე არც მეგონა და ვერც დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ ვუყურებდე ლადოს ყოველდღე . არ ინერვიულოთ! ყველას მოკითხვა ლადოსგან!