LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთი ამბობს, რომ პოლიტიკა არ არის მასწავლებლის საქმეო… რას მელაპარაკებით, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, მასწავლებელმა ხმა არ უნდა ამოიღოს?! – ლადო აფხაზავა

127
Untitled design - 2024-04-15T110350.711

„ზოგიერთი ამბობს, პოლიტიკა არ არის მასწავლებლის საქმეო… როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, მასწავლებელმა ხმა არ უნდა ამოიღოს?!” – ამის შესახებ „ტვ პირველის” ეთერში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ განაცხადა.

„ძალიან ბევრი წერილი შემომდის, სადაც მეკითხებიან, თუ რატომაა ეს კანონი რუსული. ყველას ვთავაზობ ვიდეოს, სადაც პუტინი და კობახიძე ერთი ერთში აქებენ ამ კანონს და ამბობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თურმე ქვეყნისთვის გამჭვირვალობა. კანონი, რომელიც ადამიანებს რაღაცნაირად გახლეჩს. აქედან გამომდინარე, ვეწინააღმდეგები იმ კანონს, რომლის კარგ შედეგებზეც კობახიძე და პუტინი ერთნაირად საუბრობენ.

საბედნიეროდ, რუსეთში დავინახეთ თუ რა შედეგები გამოიწვია ამ კანონმა. დღეს, ვეღარავინ ვერაფერს ვეღარ აპროტესტებს. მოედანზე სუფთა ფურცელი რომ გაიტანო, იმის გამოც კი დაგაპატიმრებენ.

ზოგიერთი ამბობს, რომ პოლიტიკა არ არის მასწავლებლის საქმეო… რას მელაპარაკებით, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, მასწავლებელმა ხმა არ უნდა ამოიღოს?! ექიმმა ხმა არ უნდა ამოიღოს?!. პოლიტიკა არის სტრატეგია და მე რა სტრატეგიას ავირჩევ და რომელ სტრატეგიას დავუჭერ მხარს, არავის საქმე არ არის. დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ.

თუ დასჭირდა, შევეწირებით კიდეც ამ კანონის მიღებას. შარშან დავწერე, რომ ეს კანონი დაასრულებს ამ ხელისუფლებას და მე მგონი, ისე მიდის ყველაფერი, რომ მართლა დაასრულებს”,- აცხადებს აფხაზავა.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული“ – პრეზიდენტი

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს