LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავას დედის დანატოვარი ბეჭედი და ოქროს ჯილდო ზვიად კორძაძემ გადაურჩინა

4615
lado

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინელი მოსწავლეების დასახმარებლად გასაყიდად გამოტანილი დედის დანატოვარი ოქროს ბეჭედი და ოქროს ჯილდო ცნობილმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გადაურჩინა:

„ძალიან კარგად დასრულდა ეს ამბავი. იურისტმა ზვიად კორძაძემ გადმოგვირიცხა ის თანხა, რომელსაც ამ ოქროს სანაცვლოდ ვითხოვდით და ნივთები ჩვენ დაგვიტოვა. დიდი ფასი ვერ დავადე. 2500 ლარი საკმარისი იქნება ამჯერად-მეთქი, დავწერე. ბეჭედი 10 გრამია, მგონი. მონეტა უფრო ფასიანია, მაგრამ ჩემთვის ბეჭედი უფრო ძვირფასია, რადგან დედის დატოვებულია. დედაჩემი ამ ბეჭდით დაინიშნა მამაჩემმა. მეუბნებოდა, რომ ეს ბეჭედი ჩემი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები