LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, შეთანხმების მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა: რურუა

81
Untitled design (2)

“კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს პირობის მეორე ნახევარიც და ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან.” – ამის შესახებ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ, გათავისუფლებულმა გიორგი რურუამ განაცხადა.

გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

მან მადლობა გადაუხადა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და აშშ-ის ელჩს, ასევე ევროპარლამენტარებს და აღნიშნა, რომ წელიწადნახევარი ტყუილი ბრალდებით გაატარა და ეს დამტკიცდა:

“თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის ელჩს, კარ ჰარცელს, ჩვენს იმ მეგობრებს სენატში, შაჰინს და რიშს. მადლობა მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარს კუბილიუსს და სხვებს. ახლა, რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანაი, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა.

წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა. მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ.” – თქვა რურუამ.

მისივე განცხადებით, ნიკა მელიას ადგილზე რომ იყოს, ევროკავშირის გირაოს მიიღებდა:

“მე ნიკას პირველივე დღეს შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ. მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე მესმის ნიკასი, ის არის მართალი.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

რურუას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა. 

რურუა საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.