LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორცხელის საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სცემეს

55

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან მყოფი მოჭიდავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. “ლაივპრესის”ინფორმაციით, დაზიანებები მიიღეს თენგიზ გუნავამ, გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ. რამდენიმეს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და უთხრეს, რომ “ნაციონალებს”  ხალხთან მისვლის უფლება არ აქვთ. დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო. სპორტსმენები ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში  ხელს უშლიდნენ.