LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება

267
koko2.png

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ინფორმაცია კონსტანტინე გამსახურდიამ მედიასთან დაადასტურაა.

მისივე თქმით, შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.

მანამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა.

კეკელიძე თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები