ხორავას საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განაცხადებით, 25 ივნისს, ჩვენების მიცემისას მან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. მისი თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები უკავშირდებოდა მის საპროკურორო საქმიანობას და კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რასაც გუშინ სხდომაზე ამბობდა.
“ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ბატონი ზაზა სარალიძის მიერ, მუქარის შემცველი შეტყობინებები შემიძლია გაჩვენოთ დახურულ სხდომაზე” -განაცხადა ფკახაძემ. მისივე თქმით, უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.