LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკო გამსახურდიას პროცესში შემოყვანით არის მცდელობა, „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე, ამაზე მეტს კოკოზე არ ვილაპარაკებ.. რაც შეეხება გიორგი კეკელიძეს, მის გათავისუფლებას რა თქმა უნდა პოლიტიკას ვუკავშირებ“ – პაატა მანჯგალაძე

323
Untitled design (31)

„ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოყვანით არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას და ამ პოზიციაზე კონსტანტინე გამსახურდიას წარდგენას.

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძის გაშვება პოლიტიკას უკავშირდება.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

„პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებით, რომელიც ვნახეთ, მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა.

როგორც განცხადებიდან ვიცით, ადამიანს უთხრა კარგად მუშაობ, მაგრამ ახლა, სიახლის და განახლების დრო არისო. ისინი 12 წელია [„ქართული ოცნება“] ცუდად მუშაობენ და ჩვენც იმას ვამბობთ, რომ პოლიტიკურად განახლების დრო არის.

რაც შეეხება გიორგი კეკელიძეს, შემიძლია უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, ამ მიმართულებით ძალიან დიდი რეფორმები ჩაატარა, ის არის ნიჭიერი ადამიანი. რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვუკავშირებ.

„კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში“ ვისურვებდი, ასეთი ადამიანები საჭიროა პოლიტიკაში.. რაც შეეხება კოკო გამსახურდიას, მის ადგილზე, ამ ფორმით თანამდებობაზე დანიშვნას არ ვისურვებდი“ – პაატა მანჯგალაძე

კოკო გამსახურდიას ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენას, რა თქმა უნდა, სხვა მიზანი არ აქვს იმიტომ, რომ მე არ მინახავს კოკო გამსახურდიას რამე იდეა ჰქონოდეს იმაზე დიდი ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით.

ამაზე მეტს კოკოზე არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია ჩემთვის არის სიმბოლო პატრიოტიზმის, ეროვნულობის, მამულიშვილობის და მის ოჯახზე და შვილზე ნეგატიურად მეტს არ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე, არც მაქვს ამის საფუძველი,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.