LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კილაძე მელიას: “ვინ გირჩიათ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ჟურნალისტები უნდა აკრიტიკოთ? კითხვები? დიახ, დაგროვდა, მათ შორის, სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ კითხვებს აუცილებლად დავსვამთ!”

462
BeFunky-collage (10)

ნოდარ მელაძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე ეხმაურება.

როგორც კილაძე წერს, პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ჟურნალისტები პერსონალურად არ უნდა აკრიტიკოს.

ამასთან, ელისო კილაძე აღნიშნავს, არსებობს გარკვეული კითხვები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს კი, ისინი აუცილებლად დასვამენ.

“ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ! მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ, სარკის ბრალი არ არის” – ნოდარ მელაძე ნიკა მელიას დაუპირისპირდა

“ნიკა მელია, არ ვიცი ვინ გირჩიათ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ჟურნალისტები პერსონალურად უნდა აკრიტიკოთ, დასმული კითხვების და პოზიციის გამო, მაგრამ ერთს აუცილებლად გეტყვით, ნოდარ მელაძე ამ ქვეყანაში, ერთ-ერთი საუკეთესო ნიუსმეიკერია და მასთან დაპირისპირება თქვენთვის ძალიან წამგებიანია!

კითხვები? დიახ, დაგროვდა.

მათ შორის, სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ კითხვებს აუცილებლად დავსვამთ!” – წერს ელისო კილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები